იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცნობილი ფსიქოლოგის, ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია ჩატარდა.
ზურაბ მხეიძე ლექციაზე დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ წარუდგინა და სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.
ლექციას თემაზე -- თვითმოტივაცია, როგორც წარმატების პირობა, ცნობილი ფსიქოლოგი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებსა და პერსონალს, თითქმის საათნახევრის განმავლობაში უკითხავდა.
შეხვედრა აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ზურაბ მხეიძე თელავის სახელწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური კლუბის, ერეკლე II- ს ინიციატივით მოიწვიეს.
ზურაბ მხეიძე ფსიქოლოგიის მიმართულებით, 30 წლიანი სუშაო პრაქტიკის მქონე სპეციალისტია. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს ტრენინგები, იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში, არის კულტურულ- საგანმანათლებლო ორგანიზაცია, აზროვნების აკადემიის ლექტორი.