იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის პროკურატურის წარმომადგენლები თელავის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროკურორებს, დავით გველესიანსა და ვალერი გიორგაშვილს შეხვდნენ. პროექტის ,,საზოგადოებრივი პროკურატურაფარგლებში, თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, ორგანიზებულ დანაშაულთან - „ქურდულ სამყაროსთანბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს. პროკურორებმა, ყურადღება გაამახვილეს ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცააქურდული სამყაროსშესახებ საზოგადოებასა და მოზარდებში არსებული სტერეოტიპები და ამგვარი დანაშაულის განხორციელების საფრთხეები.

შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორც არსებული კანონმდებლობის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. პროკურატურის წარმომადგენლების, ახალგაზრდობასთან შეხვედრებისა და კანონმდებლობაზე საუბრის მიზანს, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებისთვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1990