იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ENRICHER-HUBs პროექტის ფარგლებში თესაუმ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორქშოფების მეორე სერია გამართა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ ENRICHER-HUBs პროექტის ფარგლებში, 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართა თემატური ვორქშოფების მეორე სერია, რომელიც ტურიზმის სფეროს სხვა გარე დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.

ვორქშოფების მიზანი იყო ტურიზმის სექტორში დასაქმებული პროფესიონალებისა და შესაბამისი საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის თანამედროვე მიდგომების, პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი და კონკურენტუნარიანი ტურისტული გარემოს განვითარებას.

ტრენინგების პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს:

·        მდგრადობა ტურიზმის ინდუსტრიაში;

·        მდგრადობა და ტურიზმის გავლენები;

·        დანიშნულების ადგილის მართვა (Destination Management, Destination Governance);

·        კანვას ბიზნეს მოდელი (Business Model Canvas – BMC);

·        ტრენდები და მომხმარებელთა ქცევის ცვლილება ტურიზმში.

ვორქშოფებს უძღვებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი და ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი.

შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ტურიზმის მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევები, დანიშნულების ადგილების ეფექტიანი მართვის მოდელები, ბიზნესის დაგეგმვის ინოვაციური ინსტრუმენტები და ტურისტულ ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის ცვლილებების გავლენა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, რეალური მაგალითების ანალიზსა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

ვორქშოფების მეორე სერიამ მონაწილეთა მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. დისკუსიები აქტიურ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა გამოთქვეს პოზიციები, გაუზიარეს ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება და დადებითად შეაფასეს ტრენინგების თემატიკა, პრაქტიკული მნიშვნელობა და ორგანიზების ხარისხი.

ღონისძიების დასასრულს გარე დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ფორმატის ვორქშოფები, რომლებიც ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, გამოცდილების გაცვლასა და უნივერსიტეტსა და ტურიზმის სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 19
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.