იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ახალი პრეზიდენტი აირჩია.
პრეზიდენტის პოზიციაზე ასარჩევად, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სპეციალობის I კურსის სტუდენტი მიხეილ პაპაშვილი იყო წარდგენილი.
თვითმმართველობის 25 წევრიდან, საარჩევნო პროცესზე 21 გამოცხადდა.
არჩევნებში მონაწილე 21 სტუდენტმა, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად წარდგენილ კანდიდატს მისცა ხმა.
მიხეილ პაპაშვილმა, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიციაზე დავით მაისურაძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტად 2022 წელს აირჩიეს.