იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მენდელის უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ევა კლეპაჩკოვა იმყოფებოდა.
სტუმარი აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, ლევან შავაძესა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
პროფესორმა კლეპაჩკოვამ მენდელის უნივერსიტეტის, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იქ არსებული პროგრამების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სტუმარი სტუდენტებს, ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, მენდელის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებზეც ესაუბრა.
თავის მხრივ, უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა სტუმარს ფაკულტეტის სტრუქტურა და პროგრამები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, ჩეხმა პროფესორმა მოინახულა ღვინის საწარმო „შავერგე“, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი შავერდაშვილმა დააფუძნა.
ჩეხეთის რესპუბლიკის, მენდელის უნივერსიტეტის პროფესორის, ევა კლეპაჩკოვას ვიზიტს ორგანიზება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურმა გაუწია.