2023 წლის 18-23 აპრილს, ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში, კორკის (ირლანდიის) უნივერსიტეტში მონაწილეთა შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრა ეძღვნებოდა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. შეფასდა მათი ხარისხი და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.
შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული მონაწილე უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული ტრენინგები და საპილოტე კურსები. თელავის უნივერსიტეტის მხრიდან წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარებული ტრენინგები, საპილოტე კურსი და აგრეთვე, ყველა ის დისემინაციის აქტივობა, რაც პროექტის დასაწყისიდან იყო განხორციელებული.
პროექტ DITECH-ის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უსდ-ებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. პროექტი მიზნად ისახავს ახალი ინოვაციური პროგრამების შექმნასა და ტრენინგებს აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასაუმჯობესებლად, ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაციას , მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით.
პროექტის ქართველი პარტნიორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსორციუმის წამყვანი პარტნიორი. ქართული მხარის კოორდინატორი: ასოც. პროფ. იზაბელა პეტრიაშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი; ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სხელობის თელვის სახელმ წიფო უნიუვერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტის უცხოელი პარტნიორები არიან: ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი); კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიტვა) და კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).