იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
კომპოზიცია " წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი"წიგნად გამოიცა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელოვნებო დასი — “თესაუს პარნასი” მადლობას უცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის ვაჟა მაღრაძეს, წიგნის — “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის” — გამოცემაში გაწეული მხარდაჭერისათვის.

ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიცია “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი”, რომელიც სტუდენტთა სამმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ხუთჯერ წარმატებით წარმოადგინა თელავისა და თბილისის თეატრების სცენებზე (სცენარის ავტორი — მანანა შიოშვილი; დამდგმელი რეჟისორი — თემურ ხუნაშვილი), ამჯერად უკვე წიგნის სახით გამოიცა.

გამოცემაში თავმოყრილია სპექტაკლის შექმნისა და ინსცენირების ამსახველი მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ისტორია.

ნაწარმოებს ერთვის თეატრმცოდნე მარიკა წულაძის რეცენზია, რაც წიგნს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.

მკითხველი პიესასთან ერთად გაეცნობა მდიდარ ფოტომატიანესაც, რომელიც თვალსაჩინოდ ასახავს შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვან ეტაპებს.

“თესაუს პარნასის” სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფის თითოეული წევრი ყველა იმ ადამიანის მადლიერია, ვინც გულთან მიიტანა სტუდენტების სურვილი - სასცენო ნაწარმოები “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი” წიგნად გამოცემულიყო.

მადლობა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის” ელექტრონულ სივრცეში განთავსებისათვის.

 
მნახველთა რაოდენობა: 43
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.