იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, იტალიის, ტუშას უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების პროფესორი დააჯილდოვა.
შალვა ჭკადუამ, პროფესორ ლორენცო ვენცის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის უნივერსიტეტის გაცნობის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის, მადლობის სიგელი გადასცა.
უნივერსიტეტის რექტორმა, იტალიელ კოლეგასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა იმ დიდ მხარდაჭერას, რასაც ლორენცო ვენცი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების მიმართ, თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში იჩენდა.
ლორენცო ვენცი ერასმუს- მუნდუსის ფარგლებში გამოცხადებული პირველი საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილე პროფესორია, რომელიც თესაუში, სტუდენტებისათვის ლექციებს 2008 წლიდან კითხულობდა.