იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში პროექტ 3E-პარტნიორობის შესახებ შეხვედრა ჩატარდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან, პროექტ 3E-პარტნიორობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

პროექტი 3E-პარტნიორობა (3E-Partnership) მიზნად ისახავს ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორმა, პროექტის 3E-პარტნიორობის მენეჯერმა მაკა კოჭაურმა და აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროექტის ადმინისტრაციულმა დამხმარემ, ასოცირებულმა პროფესორმა ლევან შავაძემ, შეხვედრის მონაწილეებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და ენერგო- ეფექტურობის სხვადასხვა ასპექტის გასაცნობად საჭირო ვებინარებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ვებინარებს პროექტის პარტნიორი ბელგიის, იტალიის, ესპანეთისა და უკრაინის უნივერსიტეტების ექსპერტები  ჩაატარებენ.

ვებინარები 10 ივნისს დაიწყება.

ვებინარებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული უნივერსიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული.

 
მნახველთა რაოდენობა: 906
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.