საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტების IX კონფერენციაზე " კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარება და ბიომრავალფეროვნება", თელავის, ახმეტისა და ყვარლის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეკოლოგიის მიმართულებით დამუშავებული მოხსენებები წარადგინეს.
სტუდენტებს მოხსენებების მომზადების პროცესში პროფესორები მაგდა დავითაშვილი, ნათია ბაღათრიშვილი, ნანა ბერძენიშვილი, ლამარა ზუროშვილი, დარეჯან მარგალიტაშვილი, ხოლო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები ჟანა ხაჭაპურიძე, შორენა ყარალაშვილი და ნათელა ბაღათრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
კონფერენცია აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორის მაგდა დავითაშვილისა და განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ ნათია ბაღათრიშვილის ორგანიზებით მოეწყო.
ღონისძიება ევროკავშირის Erasmus+ CBHE-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ევროპის ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინასთან ურთიერთგაძლიერებული პარტნიორობის მიმართულებით” მიეძღვნა



















