იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
საერთაშორისო კონფერენცია თესაუში

რიგით მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები“ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა ჭკადუამ გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, რომელმაც პლენარულ სხდომაზე წაიკითხა მოხსენება ,,ხელოვნური ინტელექტის დანერგვა განათლების სისტემაში."

კონფერენციას ესწრებოდა აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი.

კონფერენციის უმთავრესი მიზანია გლობალიზაციის ფონზე, ახალი სამეცნიერო გამოწვევების გათვალისწინებით, სამეცნიერო კავშირების გაფართოება, სამეცნიერო დიალოგი, ინოვაციებისა თუ ახალი კვლევითი ტექნოლოგიების წარმოჩენა.

,,კულტურათაშორისი დიალოგები“ 2011 წელს პროფესორების, ნუნუ გელდიაშვილისა და მანანა ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველ ორ წელში ერთხელ ტარდება.

მიმდინარე წელს კონფერენცია მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულების სექციებში იმუშავეს:

ჰუმანიტარული მეცნიერებები (ისტორია; ენათმეცნიერება; ლიტერატურა); აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; განათლების მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკომომიკა, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები).

წლევანდელ კონფერენციაში, როგორც საქართველოდან, ისე - უცხოეთიდან (პოლონეთი, ჩეხეთი, თურქეთი, უზბეკეთი), 150- მდე მეცნიერი მონაწილეობდა.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, გათვალისწინებული იყო კულტურული პროგრამაც.

ღონისძიების ფარგლებში დაიბეჭდა შრომების კრებული ,,კულტურათაშორისი დიალოგები VIII“ (ISSN: 1512-0600, E- ISSN: 2667-999X, ISSN: 2233-3401), რომელიც ინდექსირებულია რამდენიმე საერთაშორისო ბაზაში, მათ შორის ERIH+-ის და COPERNICUS ბაზეში.

 
მნახველთა რაოდენობა: 166
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.