იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
თესაუს წარმომადგენლები სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდნენ.

Gastrotour-ის პროექტის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და პროექტის მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში 17-22 ნოემბერს ჩატარდა.

თესაუს ინტერნაცინალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ასლანიშვილი და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თამარ თამარაშვილი, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ევროპელ, ქართველ და სამხრეთ აფრიკელ ტურიზმის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდნენ ისეთი საკითხების განხილვაში როგორიცაა:

• ღვინისა და კულინარიული ტურიზმის მომავალი;

• უნარებისა და კვალიფიკაციის განვითარება სამხრეთ აფრიკის ღვინის ინდუსტრიაში;

• მდგრადი მიდგომები — „ფერმიდან თეფშამდე“; • ღვინო–კულინარიული საწარმოების მიმდინარე მდგომარეობა;

• მრავალსენსორული შეწყვილების თანამედროვე მეთოდები.

ვორკშოპის პროგრამა მოიცავდა ძირითად მოხსენებებს სამხრეთ აფრიკული ღვინისა  და ღვინის ტურიზმის მიმართულებით, პროექტის მენეჯმენტის სესიებს,  ვიზიტს CPUT-ის უელინგტონის კამპუსში და მრავალსენსორულ მასტერკლასს Creation Wines-ში, ჰერმანუსში. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს Pebbles Academy, სადაც სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივებს გაეცნენ.

პროექტი GASTROTOUR კოორდინატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასში ჩართულები არიან პარტნიორი ორგანიზაციები სამხრეთ აფრიკიდან და ევროპიდან.

 
მნახველთა რაოდენობა: 205
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.