იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა 83- ე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ- მასწავლებლების ხელმძღვანელობით, მოხსენებები ცამეტ სექციაში წარმოადგინეს.
სექციური მუშაობა კონფერენციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კონფერენციის დასასრულს, მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი სერთიფიკატები უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გადასცა.
სტუდენტ ბაკალავრთა და ნაგისტრანტთა 83- ე სამეცნიერო კონფერენცია, რექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილის ორგანიზებით მოეწყო.