იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს დაწესებულების შინაგაწესში შეტანილი სიახლეები გააცნეს.
შეხვედრა უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურმა ჩაატარა.
სამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთევან ხმალაძემ, თანამშრომლებს შინაგაწესში არსებული სიახლეების, პერსონალის შეფასება- გამოკითხვისა და მიმდინარე საკითხებზე, ინფორმაცია მიაწოდა .
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.