იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კლიმატის საერთაშორისო ექსპერტები თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ექსპერტებმა კლიმატის ცვლილების შესახებ, სემინარი ჩაატარეს.

სემინარის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა. რექტორმა კლიმატის ცვლილების გავლენაზე ისაუბრა და ტრენინგის მოწყობისათვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

გერმანელი საერთაშორისო ექსპერტი მაიკლ ლუკენი ორი დღის განმავლობაში , უნივერსიტეტის სხვადასხვა. ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, ამით გამოწვეულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ესაუბრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრენინგის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა რექტორის კონსულტანტი სტუდენტთა კარიერული ზრდის მიმართულებით, გარემოს დაცვის ექსპერტი, კახა სუხიტაშვილი.

ტრენინგს ორგანიზება უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა გაუწია.

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1524
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.