იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მასწავლებელთა ტრენინგი თესაუში

თესაუში STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის STEM-UPD" ფარგლებში მიმდინარე, მოქმედ და მომავალ მასწავლებელთა გრძელვადიანი ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კახეთის რეგიონის 20 სკოლის წარმომადგენლები და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნინო მოდებაძემ და თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ რომანიშვილმა.

პროექტის მიმდინარეობა და ტრენინგები მოკლედ შეაჯამა პროექტის ხელმძღვანელმა, ნათია ბაღათრიშვილმა.

შეხვედრაზე მკაფიო აქცენტი გაკეთდა ფორმალურ განათლებაში STEM მიდგომის დანერგვის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე.

შეხვედრის ბოლოს მონაწილე სტუდენტებს, სკოლებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის 12 სკოლას გადაეცა სასწავლო STEM ნაკრებები. მათ შორის, ხუთმა სკოლამ დამატებით მიიღო ელექტროინჟინერიისა და ფაბრიკაციის ლაბორატორია

 
მნახველთა რაოდენობა: 142
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.