იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.
გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ, უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე მიიღო.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1939 წელს დაფუძნდა და ათეულობით წელია ახალგაზრდობის განათლების საქმეს ემსახურება.