იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „Student AI-2025“ ჩატარდა.
აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ინფორმატიკის მიმართულებით, მარიამ ზაქარეიშვილი და აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლევან შავაძე.
კონფერენცია კომპიუტერულ მეცნიერებათა მსოფლიო საგანმანათლებლო კვირეულს მიეძღვნა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების, სხვადასხვა საგანმანათლებლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტები.
კონფერენციის მომხსენებლებს კონფერენციის პროგრამა და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.










