გერმანელი სტუდენტების ინტერნაციონალური ჯგუფი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აგრარული მიმართულებით დაინტერესებულ სტუმრებს ქვევრის ღვინის შესახებ პრეზენტაცია შუხმან- ვაინს ჯორჯიას დირექტორმა როლანდ ბურდიაშვილმა წარუდგინა.
უნივერსიტეტის ღვინის მარანში ინტერნაციონალური ჯგუფის წევრებმა ღვინის ჩამოსხმის პროცესში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრას ორგანიზება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ქოქრაშვილმა გაუწია.






