იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, ნენსი პარკერსა და ამავე პროგრამის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის და გრანტების მენეჯერს, ანი აბულაძეს შეხვდა. შალვა ჭკადუასთან საუბარი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, მის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხებოდა. უცხოელი სტუმრები ასევე შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს, თამარ ასლანიშვილს და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მენეჯერს კახეთის რეგიონში, პროფესორ ნინო ნახუცრიშვილს.
ნენსი პარკერმა და ანი აბულაძემ განსაკუთრებულად აღნიშნეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის გუნდის აქტიური საქმიანობა და პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში, როგორც ზოგადი განათლების, ისე მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში.