იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტის „3E-პარტნიორობა“ ფარგლებში თესაუ-ს პერსონალი იტალიაში იმყოფებოდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალი, იტალიის ქალაქ მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში "3E-პარტნიორობა“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტში მონაწილეობდენ ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორი / პროექტის 3E-Partnership მენეჯერი, მაკა კოჭაური, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ლევან შავაძე, მოწვეული ლექტორი, ზურაბ წიგნაძე.

შეხვედრების მიზანი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით, მასპინძელი უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის გაცნობა იყო.

ამის გარდა, შეხვედრები ემსახურება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დარგში, ადგილზე არსებულ საჭიროებებზე მორგებული სატრენინგო პროგრამისა და სილაბუსების ერთობლივად შედგენას.

3E–Partnership-ის ფარგლებში დაგეგმილია ასეთი სილაბუსების დანერგვა პროექტის პარტნიორ ქართულ, უკრაინულ და აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებში.

სტუმრებმა მოინახულეს „პოლიმის“ გათბობა-გაგრილების სისტემის ცენტრი, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რომელსაც თავად უნივერსიტეტი იყენებს. ასევე, „პოლიმის“ ლაბორატორიები, მინიატურულ სარბოლო მანქანებზე ბატარეების გამოსაცდელი ლაბი, სადაც მხოლოდ სტუდენტები არიან დასაქმებული, სამედიცინო რობოტების საკვლევი ლაბორატორია,ელექტრო ავტომობილების და ველოსიპედების ლაბორატორია, სასოფლო-სამეურნეო რობოტების ლაბორატორია, რადიაციის დამხშობი სისტემებისა და რადიაციის გამზომი მოწყობილობების ლაბორატორია.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ განხილვებს, საინფორმაციო და პრაქტიკულ სესიებს ორგანიზება მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონიკის, ინფორმაციებისა და ბიოონჟინერიის დეპარტამენტმა (DEIB) გაუწია.

 
მნახველთა რაოდენობა: 209
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.