იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ბრიტანელმა ექსპერტმა თესაუს სამართლის სპეციალობის სტუდენტებისათვის ვორქშოპი მოაწყო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებისათვის ბრიტანელმა ექსპერტმა, იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, რიჩარდ გრაიმსმა პრაქტიკული სამართლის მასტერკლასები ჩაატარა.

ვორქშოფის ფარგლებში შედგა დისკუსია პრაქტიკული სამართლის საფუძვლებზე, განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები, გაიმართა მასალების პრეზენტაცია- შეფასება.

რიჩარდ გრაიმსთან ერთად, სემინარების მუშაობაში მონაწილეობდნენ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი, იურიდიული განათლებისა და ადვოკატთა რეფორმის მრჩეველი, ნინო ბალანჩივაძე და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარინა კვაჭაძე.

ორდღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა, შესაბამისი სერთიფიკატები მიიღეს, რომლებიც მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გადასცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1300
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.