იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
თესაუს გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 3 ივლისს ჩატარდა XXXI სამეცნიერო კონფერენცია ,,კლასიკოსთა გაკვეთილები", რომელიც თამაზ და ოთარ ჭილაძეების შემოქმედებას მიეძღვნა.

კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნ.ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების ორგანიზატორობით, ყოველწლიურად ტარდება.

წლევანდელი სესია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში, განსხვავებულად, გასვლითი ფორმატით გაიმართა.

მოხსენებები წაიკითხეს თეა ბურჭულაძემ, ნუნუ გელდიაშვილმა, გიორგი გოგოლაშვილმა, მანანა მიქაძემ, დავით შემოქმედელმა, თენგიზ სიმაშვილმა, ანა ნემსაძემ, მანანა ღარიბაშვილმა, ნინო გიორგაძემ, ალექსანდრე მოსიაშვილმა, თამაზ ხმალაძემ, ნანა შოშიაშვილმა, რამაზ მეფარიშვილმა, ჯუბა ღებელმა.

მოხსენებების მასალები ბეჭდური სახით გამოიცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 19
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.