იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტების წარმატება სამართლის უზენაესობის პროგრამის დასკვნით ეტაპზე

,, მართლმსაჯულების სახლის’’ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მე-5 ფინალური ღონისძიებაზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებმა, თეონა გოგინაშვილმა, სალომე ზაალშვილმა და გულია ამზოევამ, იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს 6 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს შორის მიმდინარე სამართლის შეჯიბრში, თესაუს სტუდენტებმა შესაბამისი სერთიფიკატები და ნომინაციები დაიმსახურეს.

სამართლის სპეციალობის IIკურსის სტუდენტმა, თეონა გოგინაშვილმა მიიღო ჯილდო სამართლისადმი ყველაზე კრეატიული მიდგომის გამო, III კურსის სტუდენტი, გულია ამზოევა კი საუკეთესო საბრალდებო სიტყვისათვის დაჯილდოვდა. იმიტირებულ სასამართლო პროცესში წარმატებული მონაწილეობისათვის სერთიფიკატი გადაეცა II კურსის სტუდენტს, სალომე ზაალიშვილს.

სამართლის უზენაესობის რამდენიმეეტაპიან პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო, გრიგოლ რობაქიძის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტები და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა მონაწილეობდნენ.

იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ, USAID- ის წარმომადგენელმა, რუსუდან ტაბატაძემ, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის უფროსის მოადგილემ, ჰერბ ბაუმენმა და USAID ის სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელმა, მარიამ ვარდოსანიძემ.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფს სოციალურ მეცნიერებათა , ბიზნესისა და სამართლის სპეციალობის ფაკულტეტის დეკანი, თამარ თამარაშვილი ხელმძღვანელობდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 806
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.