იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XXV (81-ე) სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

7 ივისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესორ-მასწავლებელთა  XXV (81-ე) საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია  ჩატარდა. 

კონფერენცია თესაუ-ს რექტორმა შალვა ჭკადუამ გახსნა. მან უნივერსიტეტის აკადემიურ  პერსონალს სამეცნიერო მუშაობაში აქტიური  ჩართულობისათვის  მადლობა  გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

კონფერენციის მუშაობა სექციების მიხედვით გაგრძელდა.  პროფესორ-მასწავლებლებმა  მოხსენებები  წარმოადგინეს  ქართული ლიტერატურის,  ისტორიის,  ბიზნესის,  ეკონომიკის   და   ტურიზმის,    განათლების  მეცნიერებათა,  ენათმეცნიერების, აგრარულ  მეცნიერებათა,  ფილოსოფიისა და  სოციალურ  მეცნიერებათა,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექციებზე.

კონფერენციის დასკვნით შეხვედრაზე სექციის ხელმძღვანელებმა საკუთარი მუშაობა შეაჯამეს და ორგანიზატორებს  მადლობა გადაუხადეს.

დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1756
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.