იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

24 ივნისს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე UNICEF-ის მხარდაჭერით, ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის დაფუძნების პროექტის ფარგლებში, პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ცენტრის საქმიანობის შეფასებისას, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილმა, მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს.

გაწეული მუშაობა შეაჯამეს განათლების ფაკულტეტის დეკანმა და პროექტის კოორდინატორმა, დავით მახაშვილმა, პროფესორებმა თამარ მიქელაძემ, ნინო ნახუცრიშვილმა, შორენა ძამუკაშვილმა, ნინო მოდებაძემ და სხვა. ბავშვთა უფლებების ცენტრის საქმიანობასა და მის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი თელავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ეთერ შიუკაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, ბავშვთა უფლებების თემაზე ჩატარებულ ნახატების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2602