თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტ 3E-Partnership ფარგლებში დაარსებული ენერგო-ლაბორატორია და ენერგო-ეფექტურობის ცოდნის ჰაბი ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას პროექტის პარტნიორი ინსტიტუციების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორუნას უნივერსიტეტის, ლუვენის უნივერსიტეტის, საქართველოს ენერგო ეფეტურობის ცენტრის და ეიდიეი (ADA) უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გახსნა. მან განახლებადი ენერგო რესურსების მნიშვნელობასა და პროექტის აქტუალობაზე ისაუბრა.
პროექტის შინაარსსა და შედეგებზე პრეზენტაცია პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა, მაკა კოჭაურმა წარადგინა.
მენეჯერის განმარტებით, პროექტი 3E-Partnership უნივერსიტეტის როგორც აკადემიური, ასევე, ენერგო ეფექტურობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.
ენერგო- ლაბორატორიის ფუნქციონირების შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სოლომონ რამაზაშვილი ესაუბრა.
პროექტის ფარგლებში, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მაგისტრატურის პროგრამებში დაინტეგრირდა ორი არჩევითი კურსი, აგროვოლტაიკი და განახლებადი ენერგო რესურსები საქართველოში დაინტეგრირდა
პროექტის ფარგლებშივე შემუშავდა სასერტიფიკატო კურსი.
უნივერსიტეტის მეორე კორპუსზე განთავსებული მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგია, თესაუს ნაწილობრივ ამარაგებს და საჭიროების შემთხვევაში, მზის ენერგია უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში, იგეგმება ჭკვიანი სათბურის მომარაგება მზის ენერგიით.
3E-Partnership ფარგლებში, უნივერსიტეტში ასევე დაარსდა ენერგო-ეფექტურობის ცოდნის ჰაბი, რომელიც კომპიუტერებით არის აღჭურვილი.
პროექტის კოორდინატორია საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.






