იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები მიმდინარეობს.
სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გამოცდებს ხუთ ლოკაციაზე, განახლებული ფორმატით აბარებენ.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორის, ნინო გიგილაშვილის განმარტებით, საგამოცდო პროცესი შეუფერხელად მიმდინარეობს.
" გამოცდები ასეთი ფორმატით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად ტარდება. ყველაფერი მიდის შეფერხების გარეშე, კომპიუტერული სისტემა გამათულად მუშაობს, ჯერჯერობით არცერთი სტუდენტი არ შეფერხებულა. პროცესი მიდის გამართულად"-განაცხადა გიგილაშვილმა.
შუალედური გამოცდები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.