პროფესორმა შალვა ჭკადუამ პროექტის აღმასრულებელს თამარ სანიკიძესა და მის თანმხლებ პირებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის“ მიმდინარეობა გააცნო.
პროექტის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქსელში გაწევრიანებული თელავის მე-7 და მე-9 სკოლების STEM კლუბებიც, სადაც მოსწავლეები აქტიურად იყენებენ STEM ნაკრებებს.
"STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის“, ინოვაციურია და მასწავლებლებში STEM ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
პროგრამა ემსახურება უნივერსიტეტებსა და სკოლებში STEM მიმართულების გაძლიერებას და მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მომზადებას.
კონსორციუმმა ასევე შეიმუშავა ინოვაციური მიდგომები კურიკულუმში, რომელიც თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინერგება.
პროექტის ფარგლებში თესაუს ლაბორატორიები აღიჭურვა ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ინჟინერია-რობოტიკის საბაზისო რესურსით.
კონსორციუმის მხარდაჭერით შექმნილ STEAMკლუბების ქსელში შემავალ კახეთისა და იმერეთის რეგიონების 22 სკოლას ეტაპობრივად STEM ნაკრებები და ფაბრიკაციის ლაბორატორია გადაეცემა.
სიახლეები STEM-UPD პროექტის შესახებ, მუდმივად ქვეყნდება ვებ-გვერდზე https://stemupd.ge