იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ჯილდო გამარჯვებული პროექტებისათვის

კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი გამარჯვებული პროექტისათვის ჯილდო, უნივერსიტეტის რექტორს შალვა ჭკადუას და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსს ნათია ბაღათრიშვილს გადაეცა.

გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დააჯილდოვა.

პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” დაფინანსებულია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგრანტო პროექტი-- "STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის.“

აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაფინანსებულია პროექტი ,,ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში".

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულია კიდევ ერთი პროექტი, რომელშიც თელავის სახელწიფო უნივერსიტეტი პარტნიორის სახით ჩაერთვება.

დაფინანსებულ პროექტებს უნივერსიტეტი ქართულ და უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით განახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1034