იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თესაუში

,,ქალი - ცხოვრების წყარო"- ასეთი სახელწოდების ღონისძიებით აღნიშნეს ქალთა საერთაშორისო დღე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ღონისძიების საზეიმო ნაწილის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას, ქალთა დღე, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ მიულოცა. თეატრალურ ნომრებსა და კომპოზიციურ წარმოდგენებში, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ქორეოგრაფიული ნომრები კი, დამსწრეებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავეებმა წარუდგინეს.

ღონისძიებაზე, ქალებისათვის საინტერესო საკითხების თაობაზე, დარბაზთან პირდაპირი დიალოგიც შედგა.

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 1649
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.