საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023 წლის სამეცნიერო საქმიანობას უმაღლესი შეფასება მისცა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო ანგარიში შეფასებისთვის მეცნიერებათა აკადემიას შვიდი მიმართულებით წარუდგინა.
წარდგენილი მიმართულებებიდან 3-მმა უმაღლესი, 3-მმა - კარგი, ხოლო 1-მა დამაკმაყოფილებელი შეფასება დაიმსახურა.
აკადემიის მიერ მომზადებული შეფასება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 2023 წლის სამეცნიერო საქმიანობას შეეხება.
მეცნიერებათა აკადემიის ანგარიშის თანახმად, აკადემიამ 9 სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასთან გაერთიანებული 45 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა და 13 დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულების საქმიანობის ხარისხი შეისწავლა.
თესაუს სამეცნიერო საქმიანობის გარე შეფასება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ, სისტემატურად ხორციელდება.