იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ ორგანიზებულ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა, მარიამ მარკოზაშვილმა და ელენე ზაალიშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს, ბიზნეს ტექნოლოგიების მიმართულებით ერთობლივი ნაშრომი წარუდგინეს.

სტუდენტურ ნაშრომებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მარიამ ზაქარიაშვილი ხელმძღვანელობდა.

სტუდენტთა ნამუშევარი კონფერენციის მოხსენებათა კრებულში გამოქვეყნდება.

კონფერენციაში მონაწილე-მომხსენებელ სტუდენტებს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 1765
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.