იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დედაენის დღე თესაუში ფორუმით აღნიშნეს.

ფორუმის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა მიესალმა.

რექტორმა ისაუბრა ენაზე, როგორც სულიერ მემკვიდრეობაზე და 1978 წლის ცნობილი მოვლენების დროს, ქართული ენის დაცვისთვის ბრძოლაში ახალგაზრდობის დამსახურებას გაუსვა ხაზი.

დიდი ქართველი პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ნანა ბადაშვილმა ისაუბრა, ხოლო ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ლარისა ქავთარაშვილმა, მოხსენება არაქართულენოვან გარემოში ქართული ენის მნიშვნელობაზე წარადგინა.

ფორუმზე სტუდენტებისათვის ჩატარდა ვორქშოფი ქართული შრიფტის საკუთარი უნიკალური ფონტის შესაქმნელად და გამოვლინდა კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები.

სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები და სერთიფიკატები გადაეცათ.

ფორუმში უნივერსიტეტის ისტორიის, ქართული ფილოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიისა და ქართულ ენაში მომზადების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ფორუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ იაკობ გოგებაშვილის შრომების გამოფენა მოაწყო, ხოლო პირველ კორპუსში მდებარე დიდ სააქტო დარბაზს, იაკობ გოგებაშვილის სახელი მიენიჭა.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილისა და ქართული ენის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 11