იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სწავლის დაწყების აღსანიშნავი ზეიმი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავი წვეულება , "Welcome party"-ჩატარდა.

უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ სტუდენტებს სწავლის დაწყება კიდევ ერთხელ მიულოცა და საზეიმო ტორტი მათთან ერთად გაჭრა.

საღამოს მონაწილეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, დავით მაისურაძემ.

ზეიმის მონაწილეებისათვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს, შოთიკო ლეგაშვილმა, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" მონაწილემ, ალექსანდრე მრელაშვილმა და თელაველმა მომღერალმა, ნინო შეყრილაძემ.

რეგისტრაცია სასწავლო წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად, წინასწარ სპეციალურად შექმნილ ბმულზე, ოთხასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

საზეიმო წვეულებას უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.

საღამო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებას ორგანიზება უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუწია.

 
მნახველთა რაოდენობა: 2049
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.