იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
ევროკომისიის პროექტის შეხვედრა

15-16 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის – ETHICS (კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში) ფარგლებში, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამეცნიერო კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და ევროპელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას პროექტის პარტნიორი ქართული და ევროპული ინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა, ინფორმაციის გავრცელების, საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებებზე იმსჯელეს.

დასასრულს სამეცნიერო კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია წარადგინეს, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პროექტის შედეგების გავრცელებას და კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მიმართ ნდობის განმტკიცებას.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ, ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი თამარ ასლანიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, პროექტის ექსპერტი შალვა ჭკადუა და ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორი, კვლევის ოფიცერი მაკა კოჭაური.

პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 
მნახველთა რაოდენობა: 22