"აღმოაჩინე აფხაზეთი" - სალექციო კვირეულის მასპინძელი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც გახდა.
საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა, ლექციაზე დამსწრეებს, აფხაზეთის ეთნო-კულტურული ისტორიის შესახებ უამბეს და ქალაქ გაგრაზე მომზადებული მცირემეტრაჟიანი ფილმი წარუდგინეს.
მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, მარიამ კუჭავა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმნენ.
შეხვედრის დასასრულს, ლექციის ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადასცეს და სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ტორტი საზეიმოდ გაჭრეს.
კვირეულის ფარგლებში, შეხვედრები უკვე ჩატარდა და გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტებში.
სალექციო კვირეულს, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, კახა კვაშილავა უძღვება.
პროექტი " აღმოაჩინე აფხაზეთი," აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.