იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედის დღე აღნიშნეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედის დღე - 3 მარტი, საზეიმოდ აღნიშნეს.

სპეციალურად ამ დღისათვის, უნივერსიტეტში მოწვეულ დედებს, უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა " თესაუ", ცალკეულმა შემსრულებლებმა და ავტორებმა, საზეიმო დახვედრა და კონცერტი მოუწყვეს.

ზეიმში მონაწილე სტუდენტებსა და ორგანიზატორებს, თავად მოწვეულმა დედებმაც მიმართეს.

კონცერტის შემდეგ, ღონისძიებაზე დამსწრე ყველა დედას, სიმბოლურ საჩუქრად იების თაიგული გადაეცა.

დედის დღის აღსანიშნავი ზეიმი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1397
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.