იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაორმაგებულ სტიპენდიას მიიღებენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, წლის ბოლოსათვის გაორმაგებულ სტიპენდიას აიღებენ.

გაზრდილი თანხა სტიპენდიანტი სტუდენტებისათვის, ოქტომბრის თვიდან აითვლება.

მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში გაორმაგებულია სტიპენდიის მიმღები სტუდენტების რაოდენობაც.

წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისათვის სტიპენდიის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა , მთავრობის 11 სექტემბრის სხდომაზე გამოაცხადა.

შესაბამისად, მიმდინარე სასწავლო წლიდან, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 2500 სტუდენტის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 მიიღებს.

გასაცემი თანხის ოდენობა კი 150- დან, 300 ლარამდე იზრდება.

სტიპენდიანტის შერჩევის პროცესში, საუნივერსიტეტო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო , შემოქმედებით- კულტურული და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩართულობის კრიტერიუმების გარდა, გათვალისწინებულია სოციალური ფაქტორებიც.

 
მნახველთა რაოდენობა: 3355
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.