იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ქსელის ERICH GLOBAL-ის წევრია

2024 წლის 22 იანვრიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ქსელის ENRICH GLOBAL-ის https://www.enrich-global.eu/ აქტიური წევრია.

https://www.enrich-global.eu/members/ . ENRICH GLOBAL აერთიანებს 37 წევრ ქვეყანას მსოფლიოს 40+ ქვეყანიდან, რომლებიც წარნოადგენენ სხვადასხვა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს.

წევრი სახელმწიფოები ერთობლივად ავითარებენ ევროპულ ინიციატივებს.

საერთაშორისო ქსელის მხარდაჭერით, ძლიერდება არსებული სერვისები სწავლა- სწავლებისა და კვლევების განვითარების მიზნით.

ENRICH GLOBAL-ის მიზანია წვლილი შეიტანოს ევროპული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური სრულყოფილების განვითარებაში, გააძლიეროს ინოვაციური კონკურენტუნარიანობა და ინტერნაციონალიზაცია.

ორგანიზაცია, პარტნიორების ფართო გამოცდილებაზე დაყრდნობით. კოორდინირებას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლობას

2024 წლის მანძილზე ქსელის წევრებთან ერთად განხილული იყო არაერთი ინიციატივა და დაიგეგმა ერთობლივი საპროექტო განაცხადზე მუშაობა შემდგომი დაფინანსების მოპოვების მიზნით.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს პროექტზე მუშაობის პროცესში.

 
მნახველთა რაოდენობა: 485
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.