იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
თესაუს პროფესორი დააჯილდოვეს

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დააჯილდოვეს.

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, STEAM მიმართულების ხელმძღვანელს ნათია ბაღათრიშვილს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.

მინისტრთან ერთად, ჯილდოს გადაცემის ცერემონიალში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი თეიმურაზ დოჭვირი მონაწილეობდა.

თესაუს პროფესორის დაჯილდოებას უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუაც ესწრებოდა.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. ფონდის კონკურსებში ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალ მეცნიერთა 2 700-მდე პროექტი დაფინანსდა.

ღონისძიების ფარგლებში შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მიმართა.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 2015 წლიდან აღინიშნება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6