- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- შიდა აუდიტის სამსახური
2016-05-27
27 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 2016-05-27
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აქტიური ვაკანსიების შესახებ. 2016-05-27
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს პროექტს ,,წიგნების თარო" და აცხადებს რეგისტრაციას ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ზაფხულის სამაუწყებლო სეზონში მონაწილეობის მისაღებად. 2016-05-27
2016 წლის 23-27 ივლისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, გაიმართება საზაფხულო სკოლა (წამყვანი ორგანიზაცია- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თანაწამყვანი ორგანიზაცია- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 2016-05-27
25 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა ერასმუს + -ის გაცვლითი პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 2016-05-25
25 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. 2016-05-24
25 მაისს, 2 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში (II სართული) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შესახებ. 2016-05-24
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2016 წლის 11-15 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საზაფხულო სკოლა. 2016-05-24
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს და გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიების სტუმრები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ. 2016-05-23
20 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე-,,ინტერპერსონალური კომუნიკაციების გამოყენებითი ასპექტები უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში.“ 2016-05-23
სერბეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამინისტრომ 2016-2017 სასწავლო წლისათვის, პროექტის- „მშვიდობა სერბიაში“- ფარგლებში, გამოყოერთი სტიპენდია სერბეთის უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურანტურის პროგრამებზე სასწავლებლად. 2016-05-23
20 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში, „სტუდენტური დღეები 2016“-ის ფარგლებში, ორიგინალური ნომრების პირველი ტური ჩატარდა. აღნიშნულ კონკურსში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორიგინალური ნომერი სახელწოდებით, „ჯიშო ჯაფიანო“ წარადგინეს (ხელმძღვანელები: მ. გრემელაშვილი, ნ. ხუმარაშვილი, ლ. გულიაშვილი). 2016-05-20
18 მაისს, ქ. რუსთავში „სტუდენტური დღეები 2016“-ის ფარგლებში, თანამედროვე სიმღერების პირველი ტური ჩატარდა. აღნიშნულ კონკურსში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარ ლეშკაშელმა წარადგინა (ხელმძღვანელი თინათინ ნათელაძე). 2016-05-19
პირველი ბიოქიმიური კონგრესი -,,ბიოქიმიის თანამედროვე პრობლემები“ ჩატარდება ბელორუსიის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ბიოქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე, ქალაქ გროდნოში, 2016 წლის 5-6 ივლისს. 2016-05-18
2016 წლის 25-30 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორსიო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი გერმანიაში, იადეს უნივერსიტეტში, იმყოფებოდნენ. 2016-05-18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, ა.შ.შ-ს საელჩოს საქართველოში დაფინანსებით, ატარებს ეკოფილმების ფესტივალს.ფესტივალის ფარგლებში იმართება მოკლემეტრაჟიანი გარემოსდაცვითი ფილმების კონკურსი. 2016-05-18
2016 წლის 25 მაისს ჩატარდება სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია. 2016-05-17
ფონდი ,,საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი" გთავაზობთ 2016-05-17
2016 წელს იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ გამოცემიდან (1876 წ.) 140 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს ახალგაზრდულ კონფერენციას-,,გოგებაშვილის პედაგოგიკა-გამოწვევები დღეს“. 2016-05-17
ათენისეროვნულიუნივერსიტეტიგთავაზობთ ერთწლიან, ინგლისურენოვან სამაგისტროპროგრამას-,,სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მცოდნეობა“ („Southeast European Studies” ). კანდიდატურებისონლაინრეჟიმშიწარდგენისბოლოვადაა2016 წლის 17 ივნისი. 2016-05-17
2016 წლის 10, 11 მაისს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს 700-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი მაკა ბოტკოველი, რომელმაც თემა -,,ვანთის არქეოლოგიური გათხრები“-წარადგინა. მაკა იმ 130 წარმატებულ სტუდენტს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც სერთიფიკატები გადაეცათ. 2016-05-13
9-12 მაისს გერმანიის ქალაქ ვილჰელმსჰავენში ,,ტემპუსის“პროექტ,,სუტომას“ - „ახალი მოდულების განვითარება მდგრადი ტურიზმის მართვაში საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის“ -ფარგლებში, დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. 2016-05-13
2016 წლის პირველი ივნისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. 2016-05-11
4 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის- ,,კურიკულუმის განვითარება და რეგიონული სასწავლო პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესების მიზნით, საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგებისათვის” ფარგლებში, საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 2016-05-11
11 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგი ჩატარდა. 2016-05-10
2016 წლის 9-დან 12 მაისამდე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სეზონური სკოლის - ,,ენერგია, გარემო და მდგრადი განვითარება“- მეორე ეტაპს მასპინძლობს. 2016-05-10
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, თესაუ-ს ფოიეში სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. 2016-05-10
2016 წლის გაზაფხულზე პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 2016 წლის 16 მაისს დაიწყება. 2016-05-06
ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემია, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 2016 წლის 2-7 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს ახალგაზრდა მეცნიერთა სეზონურ სკოლას. 2016-05-06
6 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაზვერვო არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. 2016-03-31
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის სამეცნიერო შრომების კრებულში დასაბეჭდად სტატიები მიიღება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 ივნისამდე. გთხოვთ, ნაშრომები გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ninopa@mail.ru სტატიის გაფორმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართში : მოთხოვნა_ქართული , Rus , Eng 2016-05-05
5 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, როსტომ ჩხეიძის წიგნის-,,ჟარგონი და მეტსახელები“-პრეზენტაცია გაიმართა. 2016-05-06
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 2016 წლის 28,29,30 სექტემბერს, თბილისში, საქართველო, ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას 2016-05-04
4 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა 2016-2017 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 2016-05-03
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადებული პროექტი მონაწილეობას თურქეთში, საერთაშორისო კვლევების კონკურსში მიიღებს, რომელიც 9–16 მაისს ქალაქ სტამბულში, საბუნებისმეტყველო კოლეჯის (MEF) ბაზაზე, გაიმართება 2016-04-27
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 27 მარტს თესაუ-ში ნაჩვენები იყო ქართულ მედიასაშუალებებში გასული სიუჟეტები ელენე ბაქრაძის შესახებ თემაზე: ,,ქალი პაოლოს უკან". 2016-04-27
ხარკოვის სკოვოროდის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე- ,,სასწავლო დაწესებულებები : ისტორია და თანამედროვეობა“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა, ზურაბ სპანდერაშვილმა ( ხელმძღვანელი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული დოქტორი ნათელა ღუდუშაური), რომელმაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად წარმოაჩინა. 2016-04-27
26 აპრილს შემოსავლების სამსახურის საგანმანათლებლო სემინარის გასვლითი ტური გაიმართა. ღონისძიებაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთნენ 2016-04-27
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში კონფერენცია გაიმართა, 2016-05-04
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდება 2016 წლის 20 ივნისს, 10:00 სთ დან -14:00 მდე. წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში კონფერენცია გაიმართა, რომელშიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი იყო, საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. ახალგაზრდები ინტელექტუალური საკუთრების ზოგად მიმოხილვას, მომიჯნავე უფლებების საკანონმდებლო რეგულირებას და საგამომცემლო საქმიანობაში საავტორო უფლებებს გაეცნენ. სტუდენტები აქტიურად ერთვებოდნენ სხვადასხვა სახის დისკუსიებში. 2016-04-27
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. ამასთან დაკავშირებით, 4 მაისს, 13:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიგაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. 2016-04-27
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით (ფუნდამენტური კვლევები; გამოყენებითი კვლევები; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით) დაინტერესებული მეცნიერებისთვის. 2016-04-25
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლისათვის ,,სპორტი“-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შემსვლელ აბიტურიენტთათვის შემოქმედებით ტურზე (ფიზიკური მომზადება) რეგისტრაცია ჩატარდება 2016 წლის 1-2 ივნისს (მისამართი: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1, უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში, მეორე სართულზე, ოთახი 30). 2016-04-25
კავკასიის ბიზნეს სკოლის (CSB) და ინტერნეტ ჟურნალ - ,,მარკეტერის“ ინიციატივით, იწყება პროექტი- „მარკეტინგისა და მენეჯმენტის ქართულენოვანი ტერმინოლოგია“, რომლის მიზანია მარკეტინგსა და მენეჯმენტში არსებული ქართულენოვანი ტერმინების თავმოყრის, ჩამოყალიბების და დამკვიდრების ხელშეწყობა (საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ტერმინების თარგმნა). 2016-04-22
22 აპრილს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა განათლების მეცნიერებების მიმართულების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, გიორგი ჭილაძის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,უმაღლესი სპორტული განათლების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში" . 2016-04-22
საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - ,,საუბრები ლიტერატურაზე“- ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, შოთა პაპავამ, 22 აპრილს თესაუ-შიმორიგი საჯარო ლექცია გამართა. 2016-04-25
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო სტატიის შესარჩევად თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა". კონკურსი იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. 2016-04-21
კიროვის სახელობის კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტში 2016 წლის 25 – 27 მაისს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „მრეწველობისა და საზოგადოების განვითარება“ . გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებები: 2016-04-21
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით (ფუნდამენტური კვლევები, გამოყენებითი კვლევები,კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით) დაინტერესებული მეცნიერებისთვის. 2016-04-21
21 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, ქალაქის მერიის და თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა. 2016-04-21
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალ პარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) წარმომადგენლობამ აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში 21 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გამართა. 2016-04-21
2016-04-20
მსოფლიოში ცნობილმა მათემატიკოსმა, ვახტანგ კოკილაშვილმა, სპეციალურად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, მათემატიკის მიმართულებით, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შეიმუშავა. სამაგისტრო პროგრამას განათლების განვითარების ხარისხის აკრედიტაციის საბჭომ უკვე მიანიჭა აკრედიტაცია, ხოლო სადოქტორო პროგრამა აკრედიტაციის პროცედურის გასავლელადაა შეტანილი. 2016-04-19
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო აქციას აწყობს. 2016-04-21
20 აპრილიდან გამოცხადდა ფოტოკონკურსი, რომელიც ძალების მოსასინჯად საუკეთესო შესაძლებლობაა მოყვარული ფოტოგრაფების, მათ შორის სტუდენტებისთვის. 2016-04-19
ვაკანსიით დაინტერესებული პირი, იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ შერჩევის პროცესში, აუცილებელია რეგისტრირეული იყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) და მასზე გაიცეს „სამუშაოს მაძიებლის საგზური“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ან მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის მიერ. 2016-04-18
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიადების შესარჩევი ტურების გამო, ELSEVIER-ის სემინარი, 20 აპრილის ნაცვლად, ჩატარდება ა.წ. 22 აპრილს, 13:00 სთ-ზე. 2016-04-18
Erasmus+ ეროვნული ოფისი იწვევს ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში პუბლიკაციების/სიუჟეტების მოსამზადებლად პლაგიატთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2016-04-14
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, თესაუ-ში დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 2016-04-15
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვისტესტირება ჩატარდება 23 აპრილს, 09:00 საათიდან. 2016-04-14
ყაზახეთის საკენ სეიფულინის სახელობის აგროტექნიკური უნივერსიტეტი 2016 წლის 30 ივნისი-1 ივლისს გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის-,, ორგანული სოფლის მეურნეობა ყაზახეთის რესპუბლიკაში: ახლანდელი დრო და მომავალი“- მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. 2016-04-13
13 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა არჩევნები განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრების გამოსავლენად. 2016-04-13
13 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. 2016-04-13
13 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგი ჩატარდა. ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია (GSAA) 11 აპრილიდან იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც 2016 წლის შემოდგომის სემესტრიდან ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის იქმნება. 2016-04-12
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუალედური წერები მიმდინარეობს. 2016-04-11
11 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული ვორქშოფი-,,აღიარების ცნება, როგორც სამართლებრივი და სეკულარული სახელმწიფოს პრონციპი“- გაიმართა. 2016-04-09
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 2016-04-08
8 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან შეხვედრა გამართეს. 2016-04-08
8 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩატარდა ლექცია-სემინარი- „თავისუფალი მეტყველება ტრადიციულ გაკვეთილზე“. სემინარს ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე, სარა გალაგერი უძღვებოდა, რომელიც თესაუ-ში უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში ერთწლიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება . 2016-04-08
ნატოს კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები ესტუმრნენ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცენტრის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი თენგიზ ციხისთავი სტუმრებს სასწავლო ცენტრის ისტორიის, დანიშნულების, სტრუქტურისა და არსებული კურსების შესახებ ესაუბრა. 2016-04-07
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიის, ტუშას (TUSCIA) უნივერსიტეტის პროფესორის, ლორენცო ვენცის, საჯარო ლექციები მიმდინარეობს. 2016-04-07
2016 წლის 6 აპრილს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში წარმოშობილ ვაკანსიებზე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის კვოტებზე წევრთა არჩევნები ჩატარდა. 2016-04-12
2016 წლის 10-18 ივლისს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპული ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, გაიმართება ,,მშვიდობის ახალგაზრდული ბანაკი“. 2016-04-07
6 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი, თედ ვაითსაიდი, იმყოფებოდა. 2016-04-06
6 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი გასვლითი სხდომა გამართა. 2016-04-05
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, Erasmus student network Tbilisi Erasmus+ ეროვნულ ოფისთან თანამშრომლობით, ESN-ის აკადემიის ფარგლებში, 2-3 აპრილს ბაკურიანში იმყოფებოდნენ. 2016-04-07
2016 წლის 6 აპრილს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში წარმოშობილ ვაკანსიებზე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის კვოტებზე წევრთა არჩევნები ჩატარდა. 2016-04-05
1.- საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს - ,,საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსს (PICS); 2016-04-04
4 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კორტ ანდერსონმა, ილიაუნის საინჟინრო ფაკულტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ერასმუს + საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა 4 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატთან დაკავშირებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს. 2016-04-05
პედაგოგთა საგნის გამოცდის რეგისტრაცია 16 მარტს, 12:00 საათზე, დაიწყება და 12 აპრილის, 18:00 საათამდე, გაგრძელდება. გამოცდას კი აპლიკანტები ივლისში ჩააბარებენ. რეგისტრაცია - იხ. ბმული http://online1.naec.ge/ueereg/Teachers/TeachersLogin.aspx 2016-03-31
,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2016“-ის გამარჯვებულებს შორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები: გიორგი მწყერაძე და მაკა ბოტკოველი არიან. 2016-03-31
31 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის -,,იცხოვრე ძალადობის გარეშე“-ხელმძღვანელმა, ქეთი აბულაშვილმა და ფსიქოლოგმა, ნინო ჯაფარიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 2016-03-31
31 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგი ჩატარდა. 2016-04-01
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, 2016 წლის 26 აპრილს საქართველოში ჩატარდება კიბერუსაფრთხოების პირველი ოლიმპიადა. 2016-03-31
გიწვევთ აბრეშუმისგზისმე-11 საერთაშორისოკონფერეციაში -,,ინოვაციებიბიზნესში, განათლებასადამეცნიერებებში" -მონაწილეობისმისაღებად. კონფერენციაგაიმართება2016 წლისწლის 20-21 მაისს. 2016-03-30
ღონისძიება ,,ნოვრუზ ბაირამი“-ს ისტორიის და ტრადიციების შესახებ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით , 30 მარტს გაიმართა. 2016-03-30
თელავის VII საჯარო სკოლის მოსწავლეები 30 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. 2016-03-30
28 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული მოდულური პროგრამების დანერგვის და მხარდაჭერის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. 2016-03-30
2016 წლის 19 აპრილიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. 2016-03-30
2016 წლის 23-27 მაისს, კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თაოსნობით, ტარდება საერთაშორისო კონფერენცია. 2016-03-29
2016 წლის 23 მარტიდან საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად საჯარო კონსულტაციები დაიწყო. შეხვედრები საზოგადოების ჩართულობის გაზრდას და მათი მოსაზრებების გაზიარებას ისახავს მიზნად, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს. 2016-03-28
სამეციერო კვლევის მიზანი თელავის მუნიციპალიტეტის ნიადაგების მიკრობიოლოგიური შედგენილობის შესწავლა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობასა და პროდუქტის ხარისხზე დადებითი და უარყოფითი გავლენის მქონე მიკროორგანიზმების სახის განსაზღვრაა. 2016-03-28
2016 წლის 1-7 აგვისტოს თურქეთში დაგეგმილია ღონისძიება „გამოწვევა ელექტრომობილების ეფექტურობაში“. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საზღვარგარეთ არსებული უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. 2016-03-25
საქართველოს პარლამენტის სპეციალურმა საორგანიზაციო კომისიამ, ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური კანონპროექტის ერთთვიანი საყოველთაო განხილვა დაიწყო. 2016-03-25
25 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თელავის მე-4 საჯარო სკოლის კონფერენცია გაიმართა. 2016-03-25
თელავის პირველი საჯარო სკოლის ეკო -კლუბის ინიციატივით და ორგანიზებით, 19 მარტს თელავი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ აქციას- "დედამიწის საათი 60+"- მესამედ შეუერთდა. 2016-03-25
ცნობილმა ქართველმა ფსიქოლოგმა, ლევან ზარდალიშვილმა, 25 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე-,,ეფექტური კომუნიკაცია“-გამართა. 2016-03-25
საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - ,,საუბრები ლიტერატურაზე“- ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი მაისურაძემ, 25 მარტს თესაუ-ში მორიგი საჯარო ლექცია გამართა. 2016-03-25
24 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის- ,,კანონი, ადამიანი, თავისუფლება“-წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 2016-03-24
24 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგი ჩატარდა. საერთაშორისო ორგანიზაცია ,,MERCI CORPS”-ის მეცნიერ-კონსულტანტმა, კობა კობალაძემ, ამჯერად საცდელ საქმიანობაში ატმისა და გარგარის წარმოების შესახებ ისაუბრა. 2016-03-24
24 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა განათლების მეცნიერებების მიმართულების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, სარდარ იუსუბოვის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ეთნოპედაგოგიკური პრობლემები და მათი კვლევის მეთოდები საქართველოში" ( სამეცნიერო ხელმძღვანელი:პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე, რეცენზენტები: 1. პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე რამიშვილი; 2.პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ნინო მოდებაძე). 2016-03-22
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 22 მარტს დასუფთავების აქცია გამართეს. თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, თვითმმართველი ქალაქ თელავის მერიის თანამშრომლებთან ერთად, ,,გიგოს გორას“ ტერიტორია დაასუფთავეს. 2016-03-22
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლევან დოლიძემ, 22 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საუბრის თემა იყო: ,,საზოგადოებრვი ცნობიერების ამაღლება ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით“. 2016-03-22
2016 წლის 18-19 ნოემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტი მართავს კონფერენციას თემაზე ,,ხელოვანი და საზოგადოება”.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გაცნობებთ, რომ 2016 წლის 6 აპრილს, უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 21 მარტის 1/167 ბრძანებით დანიშნულია არჩევნები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში წარმოშობილ ვაკანსიაზე:
2016-03-21
მიმდინარე წლის 18 მარტს განათლების, ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თესაუ-ს მიერ წარდგენილ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიანიჭა. პროგრამის მოცულობა 60 კრედიტია. კურსდამთავრებულს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი მიეცემა და არჩეული მიმართულების შესაბამისად, მასწავლებლობის უფლება ექნება. 2016-03-21
8-9 ივნისი, 2016 - პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის პროფესორებს, დოქტორანტებს,სტუდენტებს, მასწავლებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. 2016-03-18
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვმა იმატა. მიმდინარე წელს თესაუ-ში 3 370 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გასულ წელს თელავის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 3 131-მა ახალგაზრდამ გამოთქვა. პირველი სამი არჩევანის მიხედვით, გასულ წელს 852 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, წელს მათი რიხვი 1048-მდე გაიზარდა. 2016-03-17
ცნობილმა ქართველმა მწერალმა, დათო ტურაშვილმა, 17 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი წიგნის- „სხვა ამსტერდამი“ -პრეზენტაცია გამართა. დათო ტურაშვილი სტუდენტებს საკუთარი წიგნების: ,,ამერიკული ზღაპრები“, ,,იყო და არა ოყო რა“, ,,ტიბეტი არ არის შორს“, ,,ჯინსების თაობა“, ,,ტყეების მეფე“,-შესახებ ესაუბრა. მწერალმა ყურადღება ლიტერატურის, ქართული მწერლობის და წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე გაამახვილა, შეხვედრის შემდეგ კი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. 2016-03-17
,,ერასმუსი“-ს (ESL) საერთაშორისო ქსელის წარმომადგნლები 17 მარტს თესაუ-ს სტუმრობდნენ. ქსელის პრეზიდენტი და ვიცე-პრზეზიდენტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის ხელმძღვანელებს და სტუდენტებს ESL-ის საქმიანობის და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრნენ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 16 მარტს თესაუ-ში დოკუმენტური ფილმის - ,,ჯინსების თაობა"-ჩვენება გაიმართა. 2016-03-15
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებენ სტუდენტთა ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (სჰს). გთხოვთ, იხილოთ თანდართული პოსტერი შეჯიბრის გამოცხადების თაობაზე, შეჯიბრის რეგულაციები და განაცხადის ფორმა შეკითხვებით სჰს-ს შესახებ: 2016-03-15
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (GADD of GIPA) ფარგლებში, 15 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე ტრენინგი ჩატარდა. 2016-03-15
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით, 2016 წლის 17 ივნისს თბილისში გაიმართება მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- ,,მსოფლიო და კავკასია“. 2016-03-15
ცხადდება საერთაშორისო დონის სტარტაპ შეჯიბრი-Seedstars World -სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროექტი არის საერთაშორისო ექსკლუზიური სტარტაპების შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ორიენტირებულია სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაზე. 2016-03-11
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის 11 მარტს ტრენინგი-,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“- ჩატარდა. 2016-03-11
2016 წლის 22-23 აპრილს ქ. თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისo უნივერსიტეტში გაიმართება მეექვსე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია- ,,განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხებზე“. 2016-03-10
2015 წლის აგვისტოს თვიდან თესაუ-ში ,,განათლების მართვის ავტომატიზირებული სისტემის“ (AEMS ) მზადება მიმდინარეობს. აღნიშნული სისტემის პრეზენტაციას 9 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს რექტორი ირმა შიოშვილი, რექტორის მოადგილეები, დეკანები და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ. 2016-03-10
IREX (საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭო) აცხადებს 2016-2017 საგრანტო კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დაფინანსებულია ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის მიერ. 2016-03-09
2016 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლამდე განხორციელდა პროექტი ,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა- 2016“, რომელშიც საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან და საჯარო სკოლებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მონაწილეობდა. 2016-03-07
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ღია კარის დღე“ ჩატარდა. 3 მარტს თესაუ-მ ყვარლის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრას რექტორის მოადგილეები, ფაკულტეტების დეკანები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ისინი აბიტურიენტებს უნივერსიტეტში არსებული აკრედიტებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების და კონფერენციების შესახებ ესაუბრნენ. აქცენტები გაკეთდა სწავლების მაღალ ხარისხზე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებსა და სტუდენტების სამომავლო დასაქმების პესპექტივებზე. 2016-03-07
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის თეატრის მსახიობებმა საზოგადოებას ჟურნალისტ ნატო მეგუთნიშვილის შემოქმედება გააცნეს. 2016-03-04
,,განათლების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის,,განათლების" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 7 მარტს: დიდაქტიკაში - 12 საათზე,უცხო ენაში - 14 საათზე (მეორე სასწავლო კორპუსი, მე-12 აუდიტორია). 2016-03-04
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პოლონეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (The National Science Center of Poland) ორი საგრანტო პროგრამის შესახებ: 2016-03-04
2016 წლის 26-28 თებერვალს ბაკურიანში ახალგაზრდა მეცნიერთა ზამთრის მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. აღნიშნულ სამეცნიერო კონფერენციაში მნიშვნელოვანი და წარამატებული იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტიპოლოგიური ლინგვისტიკის სპეციალობის მეორე კურსის დოქტორანტის, ია რჩეულიშვილის, მონაწილეობა, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. 2016-03-04
ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე 2016-2017 წლისათვის პოლიტოლოგიაში შემდეგ მიმართულებებზე: 2016-03-04
იაკობ გოგებაშვილის სახeლობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საგაზაფხულო მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 1. თექის ოსტატი - III საფეხური; 2. ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი - V საფეხური; 3. მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი) – III საფეხური; 4. ინფორმაციული ტექნოლოგიები - III საფეხური; 5. ფარმაცევტის თანაშემწე -V საფეხური. 2016-03-02
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ თესაუ-ს ლაბორატორიას 2 მარტს თელავის I საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ ლაბორატორიის აღჭურვილობა დაათვალიერეს და ბიოლოგიის გაკვეთილის დაესწრნენ , რომელიც პედაგოგმა ნანა გარჯიკულმა ჩაატარა. 2016-03-02
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნებს. 2016-03-02
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 2016-03-01
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი აქვეყნებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ საშუამავლო მომსახურების გასაწევად დამსაქმებლებისგან მოწოდებულ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიების შესახებ. 2016-03-01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ უკვე მეოთხე წელია, 24-31 მარტს მართავს ახალგაზრდულ შემოქმედებით ფესტივალს „ფანARTი“, რომელიც ხელოვნების რამდენიმე ჟანრს აერთიანებს (საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური ნაწარმოები, სტენსილი, ლიტერატურა, ქანდაკება, როკი/ალტერნატივა, ფოლკლორი, სოციალური ტელემედია, კინო/ანიმაცია, ფოტოგრაფია, მხატვრობა). 2016-02-26
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ირმა შიოშვილთან ერთად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ლაბორატორია გახსნა. 2016-02-26
საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - ,,საუბრები ლიტერატურაზე“- ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი მაისურაძემ, 26 თებერვალს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-02-26
26 თებერვალს თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, განათლებისა და დასაქმების გამოფენა „მომავალი შენია“ -2016 გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის პროფესიული არჩევანის გაადვილება და მათი დასაქმება. 2016-02-25
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით მეცხრე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის-,,მცირე პროზა”. 2016-02-25
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით, 2016 წლის 15 აპრილს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება.“ 2016-02-23
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ღია კარის დღე“ ჩატარდა. 23 თებერვალს თესაუ-მ ქალაქ თელავის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრას რექტორის მოადგილეები, ფაკულტეტების დეკანები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ისინი აბიტურიენტებს უნივერსიტეტში არსებული აკრედიტებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების, სხვადასხვა ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების და სტუდენტების სამომავლო დასაქმების პესპექტივების შესახებ ამომწურავად ესაუბრნენ. 2016-02-22
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარაჭერით, 2016 წლის 6-12 მაისს ახორციელებს პროექტს- სეზონური სკოლა ,,ენერგია, გარემო და მდგრადი განვითარება“. 2016-02-19
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი აქვეყნებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ საშუამავლო მომსახურების გასაწევად დამსაქმებლებისგან მოწოდებულ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიების შესახებ. 2016-02-19
2016 წლის 22, 23 ივნისს რუსეთის ქალაქ სოჩაში იგეგმება საერთაშორისოკონფერენცია - ,,შავიზღვა, რესურსებიდაეკოლოგია" (ICBS, 2016). ფორუმის მიზანია შავი ზღვის ბუნებრივი რესურესების შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლების გაერთიანება.
2016-02-19
გაცნობებთ, რომ ჩატარდება სპორტული ტური, დ ე ბ უ ლ ე ბ ი ს მოთხოვნების შესაბამისად. საკონტაქტო პირი: ასოცირებული პროფესორი ჰამლეტ რაზმაძე, მობ: 5(68)776832, 5(93)753559. ტელ:(350)273267 (სამსახ.) 2016-02-17
19 თებერვალს, 11 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, ,,მევლანას“ პროექტის ფარგლებში, სტუდენტთა შერჩევის მიზნით, ჩაატარებს ინგლისური ენის B2 დონის ტესტირებას. გამოცდა ჩატარდება თესაუ-ს თურქული ენის კაბინეტში (მე-3 სართული). 2016-02-17
,,მშვიდობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში” მოწვეული მოხალისე მასწავლებელი ჯო დვაილიბი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს ტრენინგებს - „კომუნიკაციური ტექნოლოგიები.“ ტრენინგების პირველი სესია 2016 წლის 15,16 თებერვალს ჩატარდა, მეორე სესია კი მიმდინარე წლის 18,19 და 20 თებერვალს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება. 2016-02-17
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 2016-2017 სასწავლო წლისთვის თურქეთში, რიზეს უნივერსიტეტში, ,,მევლანას“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა 17 თებერვალს თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა გამართა. კონკურსში მონაწილეობა მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს. 2016-02-17
მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდება ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის საჯარო ლექცია/პრეზენტაცია დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევებისსაბჭოს (ERC) ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით(ERC Funding Opportunities: Supporting excellent researchers all over Europe). შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: ERC.NCP@rustaveli.org.ge 2016-02-16
მიღება დოქტურანტურაშიიაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში. იხილეთ თანდართული ფაილი:ბრძანება,
2016-02-15
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 2016-2017 სასწავლო წლისთვის თურქეთში, რიზეს უნივერსიტეტში, ,,მევლანას“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 2016-02-15
საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - საუბრები ლიტერატურაზე, ფარგლებში, გიწვევთ ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი მაისურაძის, 2016-02-15
“ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD” ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (CENN) და კვლევით ცენტრთან პარტნიორობით (PMC), ახორციელებს პროექტს-,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“. 2016-02-15
შოთა რუსთაველის ფონდმა მიმდინარე წელს გამოაცხადა 8 კონკურსი: მაგისტრანტთა სასაწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსი; 2016 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“; 2016-02-12
2016 წლის 12 თებერვალს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, თამთა ნადირაშვილის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ლექსიკაზე მუშაობის სტრატეგიები და ხერხები ინგლისურის (როგორც უცხო ენის) სწავლებისას უმაღლეს სასწავლებლებში” (სამეცნიერო ხელმძღვანელი- განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ირა დანელია; რეცენზენტები: 1. განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ მიქელაძე; 2. განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაია ჩქოტუა). 2016-02-11
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულდა. 2016-02-10
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მაგისტრანტთა სასწავლო -კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურის გამოაცხადა. კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულსაგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. TeSaU international Partner Cooperation Iakob Gogebashvili Telavi State University established the partner cooperation with “Oversea Student Admission Service “. The cooperation aims to promote TeSaU on International level. 2016-02-10
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ პროექტს - „თელავი - ისტორია და თანამედროვეობა“- განახორციელებენ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 6 თებერვალს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეროვნული გვარდიის მე-20 ბრიგადის ჯარისკაცებისთვის და სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონცერტი გამართა. 2016-02-09
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ პროექტს – „თელავი – ისტორია და თანამედროვეობა“- განახორციელებენ. ეროვნული არქივის მხარდაჭერით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებისგან დღემდე შეუსწავლელ მასალაზე იმუშავებენ. ამ მასშტაბის კვლევა თელავის ისტორიის შესახებ პირველად ტარდება. პროექტის მიზანი უტყუარ, არქივში დაცულ პირველწყაროებზე დაყრდნობით, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველი ოცწლეულის თელავის განვითარების ტენდენციების შესწავლაა. 2016-02-04
2016 წლის 29 თებერვალიდან 6 მარტის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ზამთრის სკოლა. პროექტის პროგრამა მოიცავს ლექციებსა და დისკუსიებს, რომლებსაც ქართველი და უცხოელი პედაგოგები წარუძღვებიან. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია თსუ-ს პროფესორი, დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი. 2016-02-04
2016 წლის 12 თებერვალს 12:00 საათზე განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, თამთა ნადირაშვილის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,ლექსიკაზე მუშაობის სტრატეგიები და ხერხები ინგლისურის (როგორც უცხო ენის) სწავლებისას უმაღლეს სასწავლებლებში” . 2016-02-04
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2016 წლის 16 ივლისს, პრაღაში ორგანიზაცია ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი EUROPEUM აწყობს საზაფხულო სკოლას სახელწოდებით,- “Europe in Motion”. 2016-02-02
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის მთავრობა გამოყოფს 20 სრულ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის. 2016-01-06
ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა – 2016-ის მონაწილეთა შესარჩევად. ზამთრის სკოლის მიზანია მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა- პოპულარიზაცია, სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. 2016-01-06
2016 წლის 17-22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი. 2016-01-06
ცხადდება კონკურსი თანამედროვე ხელოვნების მესამე საერთაშორისო ტრიენალეში -„Eksperimenta!“ -მონაწილეობის მისაღებად. თემა -„ხელოვნება და ეკონომიკა“ . 2016-01-08
„პანკისის ხეობის თემატიკის შესწავლაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტივობა ნამდვილ შემობრუნებად უნდა შეფასდეს“,_ასე ეხმაურება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნას. 2016-01-08
8 იანვარს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე თექის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 2016-01-11
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით, 2016 წლის 26 თებერვლიდან 6 მარტამდე თელავში გაიმართება ზამთრის სკოლა. 2016-01-11
16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, ა(ა)იპ „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერთ, გიწვევთ უფასო საგანმანთლებლო პროგრამაზე- „ფინანსური წიგნიერება ახალგაზრდებისთვის“. 2016-01-12
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე და 35-ე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N122/ნ-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის“- „შემდგომში უნივერსიტეტის“ – წესდების 25-ე, 26-ე, აგრეთვე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის“ შესახებ დებულების მუხლი 4.2 „ბ“ ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 1 დეკემბრის ოქმი # 22 , სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის N13 ოქმის, აკადემიური საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის N 3 დადგენილების საფუძველზე, აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2015 წლის 4 დეკემბრიდან შემდეგ მიმართულებებზე: 2016-01-15
14 იანვარს საქართველოს დროშის დღე აღინიშნა. ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონებში სტუდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშები ჰიმნის თანხლებით აღმართეს. 2016-01-20
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა ახალი სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ გამოაცხადა. 2016-01-20
2016 წლის 10 თებერვლიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. 2016-01-25
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს ფაკულტეტების საბჭოების წევრი სტუდენტების არჩევნები მიმდინარეობს 2016-01-25
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის I სემესტრის დასკვნითი გამოცდები მიმდინარეობს. საგამოცდო პროცესი 11 იანვრიდან დაიწყო და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. გამოცდებს საგამოცდო ცენტრში მოწვეული დამკვირვებლები აკონტროლებენ.
ვრცლად
2016-01-26
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლისათვის აცხადებს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებს: 2016-01-26
საერთაშორისო პროექტის-,,SuToMa“- ფარგლებში, 18-22 იანვარს სომხეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ ,,წაღკაძორში,“ გამართულ ტრენინგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ. 2016-01-27
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელ პირთა და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთათვის რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა. 2016-01-29
განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ახალი სასტიპენდიო პროგრამა – ,,სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ -გამოაცხადა. აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 იანვარს ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გამართეს. 2016-01-29
განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ახალი სასტიპენდიო პროგრამა – ,,სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ -გამოაცხადა. 2016-01-29
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილია საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამა. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ პარტნიორ გერმანულ სამეცნიერო-სახელოვნებო ცენტრებთან თანამშრომლობით, საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის ფარგლებში. 2016-01-29
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი აცხადებს ახალ კონკურსს ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში წარმატებული და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე გამოგონებების შესარჩევად. 2015-12-03
უკრაინის ივანე ფრანკოს საერთაშორისო ფონდი აწესებს ივანე ფრანკოს სახელობის საერთაშორისო პრემიას, რომლის მიზანია, წაახალისოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, რომლებიც აქტიურ კვლევას სოციალური მეცნიერებების სფეროსა და უკრაინათმცოდნეობის საკითხებში ჩაატარებენ. 2015-12-03
4 დეკემბერს, 11 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, ატარებს გამოცდას ინგლისურ და გერმანულ ენებში 2015-12-03
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა, 2 დეკემბერს გამართა ლექცია- პრეზენტაცია თემაზე-,,თელავი xx საუკუნის დასაწყისში” (რევოლუცია და პოლიტიკური პარტიები, ადგილობრივი ტერორისტები და სტალინი ახლად მოძიებული საარქივო დოკუმენტების ფონზე). 2015-12-03
საქართველოს იუსტიციის მინისტრი 3 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაცია გამართა. 2015-12-04
4 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, ჩაატარა გამოცდა ინგლისურ და გერმანულ ენებში. 2015-12-04
2015 წლის 3 დეკემბერს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა სამოქალაქო განათლების სემინარი თემაზე- „გენდერული თანასწორობა და გენდერული ძალადობა საქართველოში“ 2015-12-04
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 34-ე და 35-ე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N122/ნ-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის“- „შემდგომში უნივერსიტეტის“ – წესდების 25-ე, 26-ე, აგრეთვე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის“ შესახებ დებულების მუხლი 4.2 „ბ“ ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 1 დეკემბრის ოქმი # 22 , სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის N13 ოქმის, აკადემიური საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის N 3 დადგენილების საფუძველზე, აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2015 წლის 4 დეკემბრიდან შემდეგ მიმართულებებზე: 2015-12-08
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვადასხვა სახის სპორტულ შეჯიბრებებს მასპინძლობს. 2015-12-09
9 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში თესაუ-ს დრამატული წრის სტუდენტებმა ლიტერატურული ღონისძიება-,,აკაკის საქართველო“ გამართეს. 2015-12-11
10 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის -â საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაâ (I-II ტომი) -პრეზენტაცია გაიმართა. 2015-12-11
,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს-,,ახალგაზრდები უსაფრთხოებითვის“. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩევს 10 სტუდენტს და უზრუნველყოფს მათ 3 დღიან სასწავლო ვიზიტს თბილისში, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, წარადგინონ პროექტები, რომლებსაც ისინი მომავალში კახეთში განახორციელებენ. შეჩეულ 3 საუკეთესო პროექტს ,,საქართველოს უსაფრთხოების და განვითრების ცენტრი“ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. 2015-12-14
14 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რესპუბლიკური კონფერენცია ,,სკოლა და უნივერსიტეტი-III” გაიმართა, რომელზეც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების მიერ მომზადებული საჯარო სკოლების მოსწავლეების მოხსენებები წაიკითხეს. 2015-12-16
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი- ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში“-განხორციელდება. 2015-12-17
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი- ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში“-განხორციელდება. 2015-12-18
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი, რომლის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. 2015-12-18
16 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის და გორდონის კოლეჯის წარმომადგენლები სტუმრობდნენ 2015-12-21
უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მიერ გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა 2016-2017 სასწავლო წლისთვის. 2015-12-21
22 დეკემბერს, 12 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ისტორიის დეპარტამენტი, თესაუ-ს უნივერსიტეტის მიმდინარე პროექტის- ,,თელავი-ისტორია და თანამედროვეობა“- ფარგლებში, წარმოგიდგენთ პროფესორ თენგიზ სიმაშვილის ლექცია-პრეზენტაციას. 2015-12-22
22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს. 2015-12-22
22 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კავკასიური სახლის“ და ,,მწერალთა სახლის“ წარმომადგენლები თესაუ-ს რექტორს შეხვდნენ. 2015-12-23
2015 წლის 1 ნოემბერს დასრულდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი-,,დეგრადირებული მიწების აღდგენის ტექნოლოგიაâ. 2015-12-24
24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ფილოლოგიური სემინარი გაიმართა. 2015-12-28
25 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა. 2015-12-28
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი 2016 წლის 11 იანვარიდან 22 იანვარის ჩათვლით ატარებს ზამთრის სესიებს 2015-12-28
28 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტში ქართული ხელნაწერი მონაწილეთა პრეზენტაცია გაიმართა. 2015-12-28
ინტელექტუალური თამაშის-რა? სად? როდის? თესაუ-ს ჩემპიონის ტიტული იაკობ გოგებაშვილის სახელობის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების გუნდმა ,,ჰეროდოტემâ მოიპოვა. 2015-12-29
29 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა. 2015-12-30
საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართება შემდეგი მიმართულებებით: 2015-11-25
24 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა განათლების მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, თამარ მამსიკაშვილის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: ,,თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის მეცნიერული საფუძვლები” ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე, რეცენზენტები: 1. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი; 2. პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ნინო მოდებაძე). 2015-11-25
ივანე ბერიტაშვილის მუზეუმს სამუზეუმო ექსპონატები, კერძოდ, 1914-1918 წლებში შექმნილი ხელნაწერები გადაეცა. უნიკალური დოკუმენტები მოიცავს ფიზიოლოგიის, როგორც საგნის, განვითარების და ექსპერიმენტული სამუშაოების ამსახველ მასალებს, პირად წერილებს, სხვადასხვა ფორუმზე წაკითხულ მოხსენებებს, წიგნს-,,მოგონებები ივანე ბერიტაშვილზე“ და სხვა. 2015-11-25
25 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა ერასმუს+ -ის პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებული კონკურსის შესახებ თესაუ-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 2015-11-20
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული გაძლიერების ცენტრიâ-ს წარმომადგენლებმა 20 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია ჩაატარეს. 2015-11-19
ანტიკორუფციული დღის აღსანიშნავად, ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, 11 დეკემბერს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის თემაზე: ,,საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საზოგადოების ჩართულობის პროცესები“ ( მისამართი: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1). 2015-11-19
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან გიგაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა , „ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა“ . მე-6 ტომის პრეზენტაცია გამართა. 2015-11-19
საქართველოში აშშ-ს საელჩოს კულტურისა და განათლების ატაშე, დემიენ უომპლერი, 18 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს სტუდენტებს შეხვდა 2015-10-02
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ,,განათლების” სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 5 ოქტომბერს: დიდაქტიკაში და ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში 11 საათზე, ხოლო უცხო ენაში 14 საათზე (მეორე კორპუსი, აუდიტორია 12). 2015-10-02
2015 წლის 20 ოქტომბრიდან იწყება მანსანკანის საშემოდგომო ჩემპიონთა ლიგა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის, სადაც მიწვეულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. 2015-10-02
25-27 სექტემბერს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: მარადი ფიცხელაური â ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის და არჩილ ბოტკოველი â ინფორმაციული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამების მეოთხე კურსის სტუდენტები. 2015-10-05
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომების გაცემა მიმდინარეობს. 2014 წლის კურსდამთავრებულები მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დიპლომებს მიიღებენ. 2015-10-06
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის- ,,ცოცხალი წიგნები“-ფარგლებში, ქართველ მწერალთა ჯგუფი ქვეყნის რეგიონებში მოგზაურობს. 2015-10-07
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, მარიამ ოთიურიძე, თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ,,მევლანას” გაცვლითი პროგრამის 2015-2016 წლის გამარჯვებული გახდა 2015-10-07
,,ერასმუს მუნდუსის” გაცვლითი პროგრამა ,, ელექტრა’’ აცხადებს კონკურსს დოქტურანტურის და პოსტ-დოქტორანტურის საფეხურზე. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 21 ოქტომბერი. 2015-10-08
8 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, გიორგი კვესიტაძე და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, გურამ ლორთქიფანიძე სტუმრობდნენ. ქართველი პროფესორები რექტორს შეხვდნენ და საჩუქრად აკადემიის მიერ გამოცემული, საავტორო და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის წიგნები გადასცეს. 2015-10-08
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის- “SuToMa”- ფარგლებში, იადე-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს კონკურსს- ,,კომუნიკაცია კულტურათაშორისი ურთიერთობების დასამყარებლად’’- კურსზე დასასწრებად. 2015-10-09
8 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან. შეხვედრას უძღვებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ კაკუტია. 2015-10-09
8 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი მწერლები სტუმრობდნენ. 2015-10-09
9 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა. 2015-10-12
,,ერასმუს მუნდუსის“ – WEBB (Whole Europe Beyond Borders)- კოორდინატორი, ლიჩია პროსპერიო , 12 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. 2015-10-15
მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის- ,,ივერიისას” -დამფუძნებელი, ცნობილი საოპერო მომღერალი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე, ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად, 13 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა 2015-10-15
15 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს ფონდი ,,ახალი სიცოცხლის“ ,,დღის ცენტრის“ პედაგოგები სტუმრობდნენ. 2015-10-16
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მანანა კევლიშვილი, ,,ერასმუს მუნდუს ელექტრა“-ს პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ესპანეთის ქალაქ ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. 2015-10-16
ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ასისტენტი ია კევლიშვილი და ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე, სარა გალაგერი, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-12 კლასებს მოსწავლეებს შეხვდნენ. გასაუბრების საფუძველზე დაკომპლექტდა სასწავლო ჯგუფები. 2015-10-16
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პროექტის-,,ადგილობრივი და რეგიონული თემების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის“ (LoRDeP)- ფარგლებში, 12-17 ოქტომბერს საქართველოში ფრანგი სტუდენტების ვიზიტი მიმდინარეობს. 2015-10-22
21 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამართა დისკუსია თემაზე-,, გენდერი და განათლების პოლიტიკა“. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ჩაგვრის სხვადასხვა მანიფესტაციები, ისაუბრეს შრომით მიგრაციაზე, ფემინიზმის ქართულ ისტორიაზე და სხვა საკითხებზე. 2015-10-23
22 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ტექნიკური პერსონალის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ 2015-10-23
23 ოქტომბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია-,,ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური საკითხები“- გაიხსნა. 2015-10-26
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ. ამის შესახებ მეცნიერებათა აკადემია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით შეთანხმდნენ 2015-10-27
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოდერნიზაციის ინსტიტუტი განახორციელებს პროექტის-,,უკან მომავალში“- პირველ ეტაპს. 2015-10-27
,,ნატოს კვირეული-2015“ -ის ფარგლებში, 27 ოქტომბერს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე თამარ მედულაშვილი, საქართველოს უსაფრთხოების და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან დოლიძე და ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ირმა შიოშვილის და უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 2015-10-29
MEDIA CHECKER-ის წარმომადგენლები 29 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სასწავლო ცენტრში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდნენ. 2015-10-29
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადდა. 2015-10-30
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ. 2015-11-03
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადდა. 2015-11-03
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ,,სტუდენტის საათი“ დააწესა ,,სტუდენტის საათის“ ფარგლებში, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი რექტორთან შეხვედრასა და საკუთარ პრობლემებზე ამომწურავად საუბარს შეძლებს. 2015-11-03
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი 9 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ატარებს 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრის შუალედურ გამოცდებს. 2015-11-03
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული-ხალხური ცეკვის ანსამბლი ,,მუხამბაზი“ ბაქოში იმყოფებოდა. მოცეკვავეების გამოსვლას აზერბაიჯანის დედაქალაქში დიდი წარმატება ხვდა წილად 2015-11-05
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდული პლატფორმა „ლიბანდაკი“-ს და ,,თავისუფალი დებატების ლიგი“-ს პროექტების: „თავისუფლების სკოლის“, ესსეების კონკურსის და დებატები-ის შესახებ. 2015-11-06
აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედებას თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა 6 ნოემბერს ლიტერატურული ღონისძიება მიუძღვნეს. 2015-11-06
ვრცლად
2015-11-09
2015 წლის 10-17 ნოემბერს იმართება მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული. დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იხილეთ ლინკზე: 2015-11-09
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-6 ნოემბერს, IDFI-ის და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის -,,სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020-ი სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება“- ფარგლებში, ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ციმერმანმა, კათედრის თანამშრომლებთან ერთად, გამართა სალექციო ბლოკ-კურსს ფინანსური ანგარიშების, კონტროლინგის და ფინანსების თემატიკის შესახებ. 2015-11-09
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში პრაქტიკის გასავლელად. 2015-11-11
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები მიმდინარეობს 2015-11-11
საქართველოში ტოლერანტობის კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, შერიგების და სამოქალაქო თანასაწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტებს შეხვდნენ. სტუმრებს შორის იყო სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავრი მრჩეველი, მექა ხანგოშვილი. 2015-11-11
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოვდა. 2015-11-11
მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, 14:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია თემაზე: ,, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“ 2015-11-13
13 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. 2015-11-16
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,თეატრალური სტუდია“ ბათუმში ჩატარებული ,,სტუდენტური დღეების“ გამარჯვებული გახდა 2015-11-16
16 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ასისტენტმა და სტუდენტთა მობილობის ორგანიზაცია – ,,კამპუს ფრანსის”- წარმომადგენელმა თბილისში, ანა ლოლუა, გამართა პრეზენტაცია- „სწავლა საფრანგეთში“. 2015-11-17
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო-სამეცნიერო კვირეულში მონაწილეობენ. 2015-11-17
ცხადდება კონკურსი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლისთვის. 2015-11-17
2015 წლის 30 ნოემბერს, დღის 12 საათზე , კომისიის შემადგენლობა ინგლისური ენის მიმართულებით : 2015-11-03
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის გამართულ საშემოდგომო ლიგის თამაშებზე ასპარეზობენ |
|
სწრაფი ბმულები