მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, 14:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია თემაზე: ,, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“.
მომხსენებლები არიან:
მარიამ ქებურია-შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ნინო ჩუბინიძე-სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო;
ქეთი დარახველიძე-ილიას უნივერსიტეტი; ერაზმუს+ პროგრამები
დისკუსიის მოდერატორია თეა სიფრაშვილი-განათლების ექსპერტი, საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიანტი.
დისკუსია ტარდება ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ და ფონდი ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
მისამართი: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სხდომათა დარბაზი, მე-2 სართული.