თესაუ-ს სტუდენტმა ესეების კონკურსში ,,ჩემი რუსთაველი“ გაიმარჯვა

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის,  ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა მაია ბურდიაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში ,,ჩემი რუსთაველი“ გამარჯვება და განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა.     

  კონკურსზე წარდგენილი 34 ნაშრომი  კონკურსის ორგანიზატორებმა და რუსთველოლოგთა საზოგადოების წარმომადგენლებმა შეაფასეს.

  კონკურსის მონაწილეებმა ახლებურად გაიაზრეს ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის, გენდერული თანასწორობის იდეა, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველის დროს განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიძლიერეს და სახელმწიფოს ეფექტიან მმართველობას. 

  ნაშრომების შეფასებისას გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: საკითხის ორიგინალური გააზრება, პრობლემის ხედვა კონტექსტში, ანალიზი და არგუმენტირება და წერის კულტურა. 

  კონკურსში გამარჯვებულ ოთხ სტუდენტს:  ვალერი ოთხოზორიას, ლევან სარაჯიშვილს, ქრისტინე ცირეკიძეს და მაია ბურდიაშვილს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ მოკლევადიანი სამუშაო პრაქტიკა საჯარო უწყებებსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტში. 

 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.