იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ. ამის შესახებ მეცნიერებათა აკადემია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით შეთანხმდნენ. 
ერთობლივი კვლევების განხორციელების გარდა, მემორანდუმი პედაგოგების მეცნიერ-მუშაკებისა და სპეციალისტების სტაჟირების უზრუნველყოფას, სიმპოზიუმების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების მოწყობას, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორისაც გაფორმდა. მემორანდუმების მიზანი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაა, რომლებიც უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას,სამოაქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც. ერთობლივი დოკუმენტი ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების კუთხით თანამშრომლობას, სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადებას, ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა, ტრენინგების ორგანიზებას და სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 7862