საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში პრაქტიკის გასავლელად.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: ნიშნების ფურცელი, ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.
ინგლისურ და გერმანულ ენებში ტესტირება ჩატარდება 18 ნოემბერს.
აპლიკანტები კომისიასთან ინტერვიუს გაივლიან 24 ნოემბერს, 11 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.