იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია

ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პროექტის-,,ადგილობრივი და რეგიონული თემების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის“ (LoRDeP)- ფარგლებში, 12-17 ოქტომბერს საქართველოში ფრანგი სტუდენტების ვიზიტი მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დასკვნითი სესია 16 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
საფრანგეთის სანტ ეტიანეს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების 25 ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებათა და ქალაქგეგმარების ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული, საქართველოში შერჩეულ რეგიონებსა და ქალაქებში ერთკვირიან საპილოტე კვლევას აწარმოებდა.
თესაუ-ში აღნიშნული კვლევის შედეგების პრეზენტაციას ფრანგული უნივერსიტეტის ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში-კოლა გაბრიელი და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსი, რუსუდან მირზაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამმართველოს და ქალაქ თელავის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვლევა სამომავლოდ პროექტის დეტალური შინაარსის და მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას დაედება საფუძვლად.

 
მნახველთა რაოდენობა: 8126