იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს ცნობილი მწერლები სტუმრობდნენ

8 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი მწერლები სტუმრობდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის- ,,ცოცხალი წიგნები“-ფარგლებში, ქართველ ლიტერატორთა ჯგუფი ქვეყნის რეგიონებში მოგზაურობს. 
მათ შეხვედრები სამი დღის განმავლობაში კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში: თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში გამართეს.
ქეთევან დუმბაძე (ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი), მიხეილ ღალიშაშვილი, თემურ ჩხეტიანი და სხვა მწერლები მკითხველს თელავის მე-4 საჯარო სკოლაში, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდნენ.
ლიტერატურული საღამო მისასალმებელი სიტყვით თელავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა, გახსნა. ცნობილმა მწერლებმა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ტენდენციების შესახებ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებები წაუკითხეს.
ცნობილი პოეტის, ზინა სოლომნიშვილის, ლექსების კრებული – ,,სხივთა წვიმები“ – სტუმრებს საჩუქრად თესაუ-ს ბიბლიოთეკამ გადასცა.
პროექტი, რომელშიც 75 მწერალია ჩართული, თელავში ქალაქის მერიის მიერაა მხარდაჭერილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 7208