იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

„მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა

რა არის „მზა-ჩანაწერები“ (Cookies)?

„მზა-ჩანაწერები“ არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება თქვენს მოწყობილობაში, როდესაც სტუმრობთ  ვებგვერდს - tesau.edu.ge  (შემდგომში - ვებგვერდი). აუცილებელი „მზაჩანაწერების“ გამოყენება უზრუნველყოფს თქვენს მიერ ვებგვერდით სარგებლობის შესაძლებლობას, ხოლო სხვა ტიპის „მზა-ჩანაწერები“ ამარტივებს ვებგვერდზე მუშაობას. მათ შორის, თქვენს ვებბრაუზერში იმახსოვრებს მომხმარებლის სახელს. შესაბამისად, ვებგვერდის ყოველი სტუმრობისას არ გჭირდებათ მისი ხელახლა მითითება. ასევე შენახულია ვებ გვერდზე მომხმარებლის მიერ არჩეული ენა, შრიფტის ზომა, ფერი და სხვა, რაც გეხმარებათ ვებგვერდის ყოველდღიური გამოყენების პროცესში.

ვებგვერდი იყენებს ,,პირველი მხარის მზა-ჩანაწერებს“, რომლებიც აუცილებელია ვებგვერდის მხრიდან მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების შეთავაზებისთვის. „პირველი მხარის მზა-ჩანაწერები“ არის ისეთი ტიპის "მზა-ჩანაწერები", რომლებიც გამოიყენება მხოლოდ tesau.edu.ge-ის ვებსერვერის მიერ, არ გადაეცემა მესამე მხარეს (მაგალითად Google-ს) და უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის.

ვებგვერდი სარგებლობს ასევე ,,მესამე მხარის მზა-ჩანაწერებით“, რომლებიც ამარტივებს ვებგვერდზე მუშაობას ან გამოიყენება მხოლოდ ვებგვერდის მომხმარებელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების მისაღებად.

რომელ „მზა-ჩანაწერებს“ ვიყენებთ და როგორ?

tesau.edu.ge ზე გამოიყენება შემდეგი „მზა -ჩანაწერები“ (Cookies):

  • ყალბი მოთხოვნის აღკვეთის მარკერი (xsrf-token) - ვებგვერდიდან მავნე აპლიკაციის საშუალებით გაყალბებული მოთხოვნებით მონაცემების გამოთხოვის აღკვეთისათვის გამოყენებულია ყალბი მოთხოვნის აღკვეთის ფუნქციონალი, რომელიც მუშაობის პროცესში სპეციალურად გენერირებულ ყალბი მოთხოვნის აღკვეთის მარკერს გამოიყენებს. აღნიშნული მარკერი „მზა-ჩანაწერის“ (Cookies) სახით ინახება კომპიუტერში და აუცილებლია ვებგვერდის მუშაობისათვის. ყალბი მოთხოვნის აღკვეთის მარკერი (xsrf-token) ინახება მომხმარებლის კომპიუტერში და მისი შენახვის ვადა 30 წუთია. აღნიშნული „მზა-ჩანაწერი" (Cookies) ვებბრაუზერის დახურვისას ავტომატურად იშლება.
    მომხმარებლის მოთხოვნის ვერიფიკაციის მარკერი წარმოადგენს გაყალბების საწინააღმდეგო „მზა-ჩანაწერს“ (Cookies) და გამოიყენება იმისთვის, რომ ვებგვერდზე დაიბლოკოს ინფორმაციის არაავტორიზებული განთავსება (Cross-Site Request Forgery). იგი აუცილებელია ვებგვერდით სარგებლობისთვის და მისი გამოყენებით მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება არ მიმდინარეობს. მომხმარებლის მოთხოვნის ვერიფიკაციის მარკერი ინახება მომხმარებლის კომპიუტერში და ვებბრაუზერის დახურვისას ავტომატურად იშლება.
  • Google Analytic-ის მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორი - Google Analytic არის მარტივი, ადვილად გამოსაყენებელი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ვებგვერდის მფლობელს, მიიღოს ვებგვერდის მომხმარებლებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.
    აღნიშნული ანალიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში თქვენს კომპიუტერში გროვდება გარკვეული ტიპის „მზა-ჩანაწერები“ (Cookies).
    Google Analytic-ის მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორი გამოიყენება მომხმარებლების სტატისტიკური იდენტიფიცირებისთვის და მომხმარებლის კომპიუტერში ინახება 2 წლის განმავლობაში. მისი წაშლა შესაძლებელია უშუალოდ კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლის მეთოდით.
  • Google Analytic-ის მოთხოვნის დრო - Google Analytic-ის მოთხოვნის დრო გამოიყენება მოთხოვნის სიჩქარის იდენტიფიცირებისათვის და მომხმარებლის კომპიუტერში ინახება 1 წუთის განმავლობაში.
    მისი წაშლა შესაძლებელია უშუალოდ კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლის მეთოდით.
  • Google Analytic-ის მომხმარებლის დროებითი იდენტიფიკატორი - Google Analytic-ის დროებითი იდენტიფიკატორი გამოიყენება მომხმარებლის დიფერენცირებისთვის და მომხმარებლის კომპიუტერში ინახება 24 საათის განმავლობაში. მისი წაშლა შესაძლებელია უშუალოდ კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლის მეთოდით.
  • Google-ის სხვა „მზა-ჩანაწერები“ - Google-ის სხვა „მზა-ჩანაწერები“ (PREF VISITOR_INFO1_LIVE, VISITOR_PRIVACY_METADATA, YSC) გამოიყენება ვიზიტორების დათვალიერების ჩვევების, მონაცემთა ნაკადის, მონაცემთა წყაროსა და სხვა ინფორმაციის გასაანალიზებლად. მისი წაშლა შესაძლებელია უშუალოდ კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლის მეთოდით.
  • ადაპტირებული ფუნქციონალის „მზა-ჩანაწერები“ (შრიფტის ზომა და კონტრასტი) - ადაპტირებული ფუნქციონალის „მზა-ჩანაწერები“ გამოიყენება ვებგვერდის ადაპტირებული ფუნქციონალის გააქტიურებისათვის. აღნიშნული „მზა-ჩანაწერები“ მომხმარებლის კომპიუტერში ინახება სესიის დასრულებამდე და აუცილებლია ვებგვერდის მუშაობისათვის.
  • Laravel-ის პროგრამული ჩარჩოს სესიის იდენტიფიკატორი (pdpsge_session) - Laravel-ის პროგრამული ჩარჩოს სესიის იდენტიფიკატორი გამოიყენება მომხმარებლის სესიის დასადგენად და აუცილებლია ვებგვერდის მუშაობისათვის. მისი მეშვეობით ხორციელდება მომხმარებლის მიერ არჩეული ენის, შრიფტის ფერისა და სხვა პერსონალურად არჩეული პარამეტრების იდენტიფიცირება. Laravel-ის პროგრამული ჩარჩოს სესიის იდენტიფიკატორი (laravel_session) ინახება მომხმარებლის კომპიუტერში და იშლება სესიის დასრულების, ან ვებბრაუზერის დახურვისთანავე.
  • ვიზიტორის „მზა-ჩანაწერი“ - აღნიშნული „მზა-ჩანაწერი“ (laravel_cookie_consent) აუცილებელია იმისათვის, რომ ვებგვერდის შემდგომი გამოყენების დროს გაამარტივოს მასთან მუშაობა. ისინი ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, იქმნება მომხმარებლის მიერ პირველივე ფუნქციონალის არჩევის დროს და მისი წაშლა შესაძლებელია უშუალოდ კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლის მეთოდით.

 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.