ანტიკორუფციული დღის აღსანიშნავად, ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, 11 დეკემბერს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის თემაზე: ,,საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საზოგადოების ჩართულობის პროცესები“ ( მისამართი: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1).
კვირეულის ფარგლებში, 7 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასაწავლო ცენტრში (სანდრო ეულის ქუჩა 3 ა) გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება.
კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 14 წარმატებული სტუდენტი, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროში ჩაუტარდებათ საინფორმაციო ლექცია. მოდელირების დასრულების შემდეგ გაიმართება სერთიფიკატების გადაცემის და დაჯილოდოვების ცერემონიალი.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა განაცხადი უნდა შეავსონ არაუგვიანეს 30 ნოემბრისა შემდეგი ბმულის მეშვეობით:
https://docs.google.com/forms/d/110hPeyV¬8cG4x_SGAIW95GynZKGh8t¬ExFuT9P¬
wSdw/viewform
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
gkakhniashvili@justice.gov.ge